ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება 
27-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და მოუსმინეს სახელმწიფო ჰიმნს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა.

ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისტორიის მასწავლებელმა და  ყველას მიულოცა ეს თარიღი და უსურვა გაერთიანებულ, მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203