
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებიან, მათ პროფესიონალი მასწავლებლები სამშობლოს სიყვარულს ასწავლიან და მათში მნიშვნელოვან ფასეულობებს აღვივებენ.
ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა 26 მაისი, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი, დღე დამოუკიდებლობისა, რომლისთვის ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია ქართველ ხალხს.
მოსწავლეებმა წარსულში „იმოგზაურეს“, გაიხსენეს 26 მაისი, დღე, როცა ქართველმა ხალხმა ქვეყნის დამოუკიდებლობა იზეიმა და დღე, რომელიც დიდი ასოებით ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მოსწავლეებისა და სეულიად სასკოლო საზოგადოებისთვის, ღონისძიება ემოციური, ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო, იყო გამოძახილი იმ დიდი სულისკვეთებისა, რომელიც ჩვენს ერს ოდითგანვე გააჩნდა და რომლის შენარჩუნებაზეც ახალმა თაობებმა უნდა იბრძოლონ.
იხილეთ ფოტოები: