
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღნიშნული კლასის დამრიგებელი ზარინე ჰახვერდიანი გახლდათ, „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზატორი კი - ამავე სკოლის მასწავლებელი ლილით ჯანამიანი.
დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: