ეშტიის N2 სკოლის მოსწავლის ორიგინალური მილოცვა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მხატვრულად წაკითხული ლექსი
27-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 

ამის დასტური, მოსწავლე სვეტლანა აროისნის ემოციურად წაკითხული ლექსია. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ ლექსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წაიკითხა და ამით ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთვის თვითმყოფადობის მნიშვნელობას

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203