
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდმივად საინტერესო და მათ სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მეცხრეკლასელებმა საკუთარი ხელით დახატეს და შექმნეს საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რუკა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს აქტივობა მოსწავლეებმა შეასრულეს გეოგრაფიის გაკვეთილზე ვარდითერ იუზბაშიანის ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მონდომებით და ხალისიანად იმუშავეს აქტივობაზე და შექმნეს რესურსი, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: