გომბორის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღე ზეიმით აღნიშნეს
04-06-2018
გომბორის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბ „პანდორას“ და მისი ხელმძღვანელის, ნინო ბობღიაშვილის თაოსნობით გაიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობაში დიდი ნიჭი და ენთუზიაზმი გამოავლინეს.