მაღრაანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
27-05-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება მიეძღვნა.
აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება VII-VIII კლასების ხელმძღვანელმა - მადონა მექვევრიშვილმა გამართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა, ასევე ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესოდ ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს