„მუზეუმები, ექსპონატები და რელიქვიები“ - საინტერესო ღია გაკვეთილი ახალქალაქის N1 სკოლაში
27-05-2024

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, მე და საზოგადოებაში, ბილინგვური განათლების მეთოდისტთან ერთად, ღია გაკვეთილი თემაზე „მუზეუმები, ექსპონატები და რელიქვიები“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა მუზეუმების და სხვადასხვა ექსპონატის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს. მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია რელიქვიები, ექსპონატები კი დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ბავშვებმა საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203