„მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“- პატრიოტული ღონისძიება ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში
27-05-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავს. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. ამჯერად, იქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ისტორის მასწავლებელი - მირანდა მოლაშხია და ინგლისური ენის მასწავლებელი - თამარ მაქაცარია იყვნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობები მრავალფეროვანი, საინტერესო, ემოციებით დატვირთული და შთამბეჭდავი იყო. მაყურებელმა, ღონისძიების მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტკივილიან და დიდებით სავსე ისტორიას, თვალი გაადევნეს და წარმატებული მომავლის იმედი გამოთქვეს. 

აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელებმა სიურპრიზი მოუმზადეს როგორც ორგანიზატორებს, ასევე მაყურებელს. ისინი ღონისძიებაზე ჯარისკაცის ფორმით გამოცხადდნენ და საზეიმო ფიცი დადეს, რომ როცა დრო მოვა, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

„საქართველოს სიყვარულმა სულში გაიარა! ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელი მირანდა მოლაშხია დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ცნობიერებაზე. ის და თამარ მაქაცარია, მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მათ საინტერესო, ემოციებით დატვირთული ღონისძიებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203