
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ანბანისა და I კლასის დასრულება იყალთოს აკადემიის ნაფუძვარზე ერთად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ლექსებითა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენასა და „დედა ენის“ ფუძემდებელ იაკობ გოგებაშვილს.
მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„ღონისძიების დასასრულს მათ დაიფიცეს, რომ ღირსეული გამგრძელებლები იქნებიან იმ წინაპრების, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ქართული გენი“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: