ახალშენის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება 
27-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა, პედაგოგ მედეა კვირიკაძის ხელმძღვანელობით ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს - ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ლამაზ ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეების შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა საყვარელ პედაგოგთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხლს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203