„საქართველო ჩვენ ვართ, ჩვენია“ - თხილნარის N2 სკოლის მე-4 კლასში დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
27-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

26 მაისთან დაკავშირებით, სკოლის მე-4 კლასში, დამრიგებელ ნარგიზ გაბრუშიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება „საქართველო ჩვენ ვართ, ჩვენია“ ჩატარდა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს. მათ ასევე აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა.

მოსწავლეებში აღნიშნულმა ღონისძიებამ პატრიოტული სულისკვეთება გააღვიძა.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203