
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი სასწავლო წელი საზეიმოდ, შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
პატარებმა ღონისძიებით შეაჯამეს მიღებული ცოდნა, საზეიმო ფორმებში გამოწყობილებმა მრავალფეროვანი ნომრები დადგეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ასე, საზეიმოდ გააცილეს სკოლიდან პირველკლასელები და მათ მხიარული და ნაყოფიერი არდადეგები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს პატარებს სერტიფიკატები გადაეცათ 1-ელი კლასის წარმატებით დასრულებისათვის.
„ვუსურვებთ მათ წარმატებას და ბედნიერ დასვენებას“, - ამ სიტყვებვით დაემშვიდობნენ პედაგოგები პატარებს.
იხილეთ ფოტოები: