
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან და სამშობლოსადმი სიყვარულს არაერთი საინტერესო აქტივობით ადასტურებენ.
ცხადია მათი ყურადღების მიღმა არც 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე დარჩენილა.
ერისთვის უმნიშვნელოვანეს დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადეს და ინგლისურ ენაზე ისაუბრეს ამ დღის რაობაზე. მათი მიზანიც, საქართველოს ისტორიის მსოფლიოსთვის გაცნობაა.
ემოციური მოწოდება, პატრიოტული სულისკვეთება და დიდი ზეიმი - ასეთი იყო დამოუკიდებლობის დღე ხაშურის N7 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ვიდეორგოლი: