
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
პედაგოგ ირმა ტაბატაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება საკმაოდ შთამბეჭდავი, სახალისო, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ნომერი შეასრულეს, დადგეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
პატარებმა, ხალისით დაწყებული სასწავლო წელი ხალისიანადვე დაასრულეს და ერთმანეთს კარგი დასვენება უსურვეს, ბევრი იმხიარულეს და სკოლას, ახალ სასწავლო წალმდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: