გომის საჯარო სკოლის ცნობისმოყვარე პირველკლასელები საერთაშორისო პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ
27-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და შესაძლებლობებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენენ.  

აღსანიშნავია, რომ დასასრულს უახლოვდება eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი - Curious children, რომელშიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პირველკლასელებიც მონაწილეობენ. 

პროექტში 8 ქართველი და 5 თურქი პედაგოგი არის ჩართული. პროექტი გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. სათაურიც - „ცნობისმოყვარე ბავშვები“, ხომ ბევრ საინტერესო კითხვებს და მათ პასუხებს აერთიანებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცნობისმოყვარე ბავშვებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება. მათ გაიცნეს ბუნების მეგობრები და გაარკვიეს, რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.

ბავშვებმა მოიძიეს და შეისწავლეს ინფორმაცია ფრინველების, მწერების და თევზების შესახებ. ჩაატარეს საინტერესო კვლევები და ექსპერიმენტები უსაფრთხოების წესების დაცვით და ა.შ

მოსწავლეებმა განახორციელეს არაერთი აქტივობები და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად აქტიურობდნენ მშობლებიც.

„მალე ჩვენი პროექტის წარდგენაც მოხდება! წარმატებებს ვუსურვებ ჩემს პირველკლასელებს, რომლებიც დაუღალავად ასრულებდნენ დავალებებს“, - აღნიშნავს ხელმძღვანელი პედაგოგი და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203