ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1918 -1921 წლების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს
04-06-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლმა ირმა რიონიძემ IX კლასში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 1918 -1921 წლების მოვლენებზე, საქართველოს იმ დროინდელ საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და კულტურულ ცხოვრებაზე ისაუბრეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს