„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ“ - პატრიოტული ღონისძიება ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში
27-05-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს საზეიმოდ აღნიშნავენ. 

ამჯერად, სკოლის პატარა აღსაზრდელებმა, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, მათ შექმნეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის ამსახველი თვალსაჩინოება, რომელიც განათავსეს საკლასო სივრცეში. 

„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა გზავნილი და ის სულისკვეთება, რომლითაც იზრდებიან და იაზრებენ, რომ თითოეული მათგანი არის იმ უსასრულო ჯაჭვის თითო რგოლი, რომელიც საქართველოს მომავალს ქმნის. 

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203