ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის წარმატებული სასწავლო წელი საზეიმოდ დასრულდა
27-05-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა და პირველი სასწავლო წელიც საზეიმოდ დაგვირგვინდა. 

პატარებმა პირველი კლასის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.  ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე და დამსწრე საზოგადოებისაგან შექებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი მარიკა კეჩხუაშვილი გახლავთ. 

„გილოცავთ და გისურვებთ ყველა წელი, რომელსაც სკოლის კედლებში გაატარებთ ყოფილიყოს წარმატებული, სიკეთით და სიხარულით აღსავსე. წარმატებული გქონდეთ თქვენი მომავალი ცხოვრება, საუკეთესო მამულისშვილები გაიზარდეთ. ეამაყოს თქვენს მშობლიურ სკოლას, თქვენს მშობლებს, ეამაყოს თქვენს მოდგმას დედამიწაზე“, - ამ სიტყვების ფონზე საზეიმოდ გააცილეს პირველკლასელები სკოლიდან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203