
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი დიდი წარმატებით დაამთავრეს.
ამასთან დაკავშირებით, მათ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში ღონისძიება ჩაატარეს. მოსწავლეებმა სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს, ფოტოები გადაიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ.
გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეები ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პირველი კლასის დამრიგებელს - ნინო ტუშურს და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: