
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რომელი მწერალი უფრო მეტად უყვართ ბავშვებს. დარიგდა ანკეტები, რომლებიც მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეავსეს.
შედეგად კი გაირკვა, რომ პტენის საჯარო სკოლაში ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველა უყვართ.
აქტივობა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა იხალისეს, მწერლებზე ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: