
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.
სწორედ ასეთები არიან მართა ხარძიანი, ანანო ხარძიანი და გვანცა ხარძიანი. მათ სკოლის ბიბლიოთეკას საინტერესო წიგნები გადასცეს საჩუქრად. ამით თავად მოსწავლეებმაც ძალიან გაიხარეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მათ მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
„ეს მოსწავლეები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან და მაღალი შედეგები აქვთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: