
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას დიდი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
მასში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თემატური ნამუშევარი დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები: