შუასურების საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს 
27-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მეთორმეტეკლასელების გამოსამშვიდობებელი საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, რომლის ორგანიზატორი მე-11 კლასის მოსწავლე ქეთი შათირიშვილი იყო.

ღონისძიების მომზადებაში ცეკვისა და მუსიკის მასწავლებლები - ელგუჯა ვასაძე და ნინო გოგუაძე აქტიურად ჩაერთნენ. მოსწავლებლებმა საინტერესო და შთამბეჭდავი ნომრები წარმოადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203