საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს
27-05-2024

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

მათ შორის, მე-8 და მე-9, კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი მარიამ ბითაძე) სამი თვის განმავლობაში „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ „მეხილეობის“ პროფესიებს ეუფლებოდნენ.

მათ პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები წარმატებით დაასრულეს და სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებს აქტიურად ხვდებოდნენ კარიერის დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, პროექტში ჩართული სკოლების პედაგოგები, კოლეჯის „მეხილეობის" პროფესიული მასწავლებლები და პროფესიის არჩევის თემასთან დაკავშირებით, თემატურ სესიებს ატარებდნენ.

გარდა ამისა, მოსწავლეები, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, აღნიშნულ კოლეჯში იმყოფებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203