საზეიმო „ბოლო ზარი“ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსის მე-12 კლასელებისთვის
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში სადღესასწაულო განწყობა იყო.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.