წყალთბილის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს 
27-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, სკოლაში სადღესასწაულო განწყობა იყო. გაიმართა ღონისძიებაც, რომელიც ემოციებითა და სევდანარევი სიხარულით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და ბოლოს, მასწავლებლებს ზრუნვისა, სიყვარულისა და ფასდაუდებელ შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კურსდამთავრებულები სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე ულევი წარმატება უსურვეს.

„მეთორმეტეკლასელებისთვის ეს დღე სასკოლო ცხოვრების ბოლო უმნიშვნელოვანესი და დაუვიწყარი იყო. ის ემოციური და ამაღელვებელი იყო როგორც მე-12 კლასელებისთვის, ასევე მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203