წყალთბილის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

მერვე კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს, რომელიც ლოცვით დაიწყეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე ის სიმღერაც გაჟღერდა, რასაც 9 აპრილის ტრაგედიის ღამეს მომიტინგეები მღეროდნენ. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და აქტივობა საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელმა - ლელა ვარდიძემ ყველა ერს თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203