მერენიის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და „ბოლო ზარი“ ერთად აღნიშნეს
27-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე-12 კლასელთა „ბოლო ზარი“ ერთად აღნიშნეს.

მოსწავლეებმა „ბოლო ზართან“ დაკავშირებით, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და არაერთი შემოქმედებითი აქტივობა გამართეს. მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 ვიდეო

 ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203