„სიყვარულის მოძღვარი“ - თბილისის N103 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
27-05-2024

თბილისის N103 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში მორიგი შემოქმედებითი საღამო - „სიყვარულის მოძღვარი“ ჩატარდა, რომელიც დეკანოზ თავმას ჩოხელს ეძღვნებოდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მოძღვრის ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამომ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ღონისძიებამ კი აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203