თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესია მოიგეს 
27-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

„სიბეჯითე დედაა ყოველგვარი სიკეთის, ხოლო სიზარმაცე-ბოროტებისა“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის დახმარებით მოამზადეს პოსტერი - „სამუშაოები“, სათაურით.

მოსწავლეებმა ინგლისური ენის ანბანის მიხედვით წარადგინეს სხვადსხვა საქმიანობა თუ პროფესია და ბოლოს, დიდი მონდომებით და ხალისით, თავიანთი საოცნებო და სამომავლო პროფესიები სასკოლო საზოგადოებას გააცნეს. 

მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი შემეცნებითი, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203