სასკოლო ცხოვრების ლამაზი დაგვირგვინება და დაუვიწყარი დღესასწაული ჩაისუბნის N2 სკოლის მე-12 კლასელებისთვის
27-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, საზეიმოდ დაირეკა ბოლო ზარი, ზარი ბავშვური ცხოვრების დასასრულისა და ახალი ასპარეზის, წარმატებული მომავლის შექმნის, დასაწყისისა. 

დღე, რომელიც ყველას ცხოვრებაში ამაღელვებელია, არც  ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ყოფილა ერთფეროვანი, ახალგაზრდებს საყვარელმა პედაგოგებმა და სრულიად სასკოლო საზოგადოებამ, სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა - ეს იყო ემოციური დღე, რომელიც სამარადისოდ დაილექება მათ ცხოვრებაში. 

კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს წლების მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და სითბოთი და სიყვარულით დაემშვიდობნენ აღმზრდელებს. 

სკოლის დირექცია ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და უსურვებს წარმატებებს. აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი მზიანა კობალაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203