„ვიხსენებთ არდავიწყებულ სოხუმს!“ - ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგ ინგა გადილიასა და მისი მოსწავლეების საინტერესო ღონისძიება 
28-05-2024

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებით ღონისძიებებს სთავაზობენ, ზრუნავენ მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სოხუმის მახლობლად სოფელ შრომაში დაბადებულმა ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, ინგა გადილიამ სოხუმის თემას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნა. 

„ეს იყო ჩემი სულის გამოძახილი, ის, რაც დღედაღამ ჩემთანაა, ის, რაც ჩემთვის ორგანულია...“, - ამბობს პედაგოგი, სწორედ ამ მოტივებით, ღონისძიება ძალიან გულწრფელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა, მაურებლის დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა. 

სოხუმში სტუდენტობა გამოვლილმა მასწავლებლებმა მოიგონეს ის სოხუმი, რომელიც მათ მეხსიერებას შემორჩა.

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარში დაუდგა მუშაობის პროცესში და საბოლოოდ სკოლის ისტორია კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203