ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
27-05-2024
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაგდა ბაბლომაშვილის ხელძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მესამეკლასელებმა საქართველოს დროშა დახატეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნის ისტორიაში.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.

სასკოლო საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველას ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203