გარდაბნის N6 საჯარო სკოლიდან მე-9 კლასელები დიდი სიყვარულითა და ზარ-ზეიმით გააცილეს. აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, სწორედ ამიტომ, მე-9 კლასის დასრულების შემდგომ ბავშვები განათლების მიღებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ.
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები ემოციურად გაიხსენეს, საყვარელ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და გამოემშვიდობნენ.
სკოლამ მათ საჭირო ცოდნა და განათლება მისცა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ.
პედაგოგებმა და დირექციამ მათ მომავალში წარმატებები და წინსვლა უსურვა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
იხილეთ ფოტოები: