„ოქროსმედალოსანი მოსწავლეების პარალელურად, ოქროსგულიანი ბავშვებიც გამოვუზარდეთ ქვეყანას“ - საზეიმო „ბოლო ზარი“ ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში
28-05-2024

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ნიჭიერი და წარმატებული თაობა სიამაყით გააცილა სკოლიდან და ცხოვრების ახალ ასპარეზზე, წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

ემოციებით სავსე იყო დღე, როცა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარმა ბოლოჯერ დარეკა, ზარმა, რომლიც მათთვის სასკოლო ცხოვრების დასასრულისა და ახალი, წარმატებული მომავლის დასაწყისივით გაისმა. 

მოსწავლეებს საყვარელმა პედაგოგებმა წინსვლა და წარმატება უსურვეს და ემოციური სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.

„ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი მე-12 კლასელები სკოლას ამთავრებენ, ჩვენი გულის ნაწილიც თან მიჰყვება მათ! მაშინ ვართ ბედნიერი მასწავლებლები, როდესაც ამაყად თავაწეულნი, თამამად ვამბობთ, რომ სამშობლოს კიდევ ერთხელ ჩვენი გამოზრდილი, ღირსეული მამულიშვილები შეემატება, რომლებიც ლამაზ ისტორიას დაწერენ!

ჩვენ, ოქროსმედალოსანი მოსწავლეების პარალელურად, ოქროსგულიანი ბავშვებიც გამოვუზარდეთ ქვეყანას, ზრდილობის, კულტურისა და წესიერების განსახიერება გოგო- ბიჭები. 

გილოცავთ ახალგაზრდებო. გვჯერა, სკოლა იამაყებს თქვენით!“, - ამ სიტყვების ფონზე კურსდამთავრებულებმა გაიხურეს სკოლის კარი და შეუდგნენ მომავლის შენებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203