ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
27-05-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის I კლასში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.  

ღონისძიებაში - ანბანთან დამშვიდობება, რომელიც სკოლაში სომხური ენის მასწავლებლის - გაიანე მარკოსიანის ორგანიზებით გაიმართა, I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლაში სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.

16 მოსწავლემ აღნიშნა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და პირობა დადეს, რომ მშობლიურ ენას კარგად ისწავლიან და გაუფრთხილდებიან. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს სომხური დამწერლობის შემქმნელს - მესროპ მაშტოცს და აღნიშნეს, რომ მან საფუძველი ჩაუყარა განმანათლებლობასა და პროგრესს, გააძლიერა ეროვნული იდენტობა. მისი შექმნილი დამწერლობა კი გახდა სომეხი ხალხის ხანგრძლივი არსებობის გარანტი.

​მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგმა პირობა დადეს, რომ მესროპ მაშტოცს მემკვიდრეობას ღისეულად შეინარჩუნებენ. 

 იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203