ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალური თამაშის საქალაქო ტურში
27-05-2024

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, წალენჯიხაში ჩატარდა გუნდურ-ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“.

საქალაქო ტურის გამარჯვებული გახდა და პირველი ადგილი დაიმსახურა ობუჯის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა გუნდმა.

გუნდის შემადგენლობაში არიან:

  1. ბარბარე მესხია (გუნდის კაპიტანი);
  2.  ბაკურ ძაძამია;
  3. ნინი მესხია;
  4. შოთა კონჯარია.

მეორე ადგილი მოიპოვა ობუჯის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა გუნდმა, შემადგენლობით:

  1. გაბრიელ გულუა (გუნდის კაპიტანი);
  2. ლიკა ფიფია;
  3. დემეტრე სონგულია;
  4. დიმიტრი კალანდია;
  5. მიშიკო კონჯარია;
  6. გიგი მესხია.

გუნდებს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კვიციანი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ, კიდევ მრავალჯერ ეამაყოს სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას თქვენი წარმატებებით.

წინ რეგიონალური ტურია! წარმატებებს გისურვებთ“, - სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203