„სასწავლო რესურსები, რომლებმაც მათემატიკის შესწავლა საინტერესო გამოცდილებად აქცია“ - ქვიანის საჯარო სკოლის მასწავლებლის- ეკა წულაძის საინტერესო სტატია
27-05-2024

რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი ეკა წულაძე მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო მიდგომასა და მეთოდს იყენებს. 

მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ამჯერად, პედაგოგმა სტატია - „სასწავლო რესურსები მათემატიკაში, რომლებმაც მათემატიკის შესწავლა საინტერესო გამოცდილებად აქცია“ მოამზადა. 

ის წერს, რომ სხვადასხვა რესურსი, მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, შექმნა. მათმა სასწავლო პროცესში გამოყენებამ კი დადებითი შედეგი მოიტანა. 

„მათემატიკის შესწავლისას ხშირია გამოწვევები, რომლებსაც მოსწავლეები აწყდებიან. საგაკვეთილო პროცესში ვიზუალური დამხმარე საშუალებებისა და პრაქტიკული მანიპულაციების ჩართვით, მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო ინტერაქტიული და შინაარსიანი გზით შეისწავლონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ სტატია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203