მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
27-05-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სასკოლო შემეცნებით პროგრამებში.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლენტეხში ჩატარდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სპორტულ თამაშებში: გეზრბენი, მკლავჭიდი და ჭადრაკი.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.

ჭადრაკში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა მელეს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ონიანი.

ჭადრაკის შეჯიბრში მეორე ადგილის მფლობელი გახდა მელეს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ქრისტინე რატიანი.

მკლავჭიდში მესამე ადგილის მფლობელი გახდა მეშვიდე კლასის მოსწავლე მარიამ ბაკურაძე.

სიგელებითა და დიპლომებით დასაჩუქრდა თითოეული მოასპარეზე ბავშვი. 

„მელეს საჯარო სკოლა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ გამთლიანებულ მშვიდობიან ხალისითა და სიხარულით სავსე ქვეყანაში ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლის მოსწავლეებს დიდ წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203