განთიადის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო კლასის საათი და შემეცნებითი ვიზიტი თოჯინების თეატრში
27-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ახლახან, მე-3 კლასელთა კლასის საათი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის -„იავნანამ რა ჰქმნა“ კლასგარეშე კითხვას დაეთმო.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთი ზოიძის ხელმძღვანელობით წაიკითხეს ტექსტი და იმსჯელეს მის შინაარსზე, შემდეგ ნახეს ამავე სახელწოდების ფილმი და შეადარეს ერთმანეთს.

ბოლო ეტაპზე კი მესამეკლასელები ეწვივნენ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს, ნახეს სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი და ერთმანეთს თავიანთი ემოციები გაუზიარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203