წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კონფერენცია მიეძღვნა 
27-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწალეები განმსჭვალულნი არიან  პატრიოტული სულისკვეთებით, სწორედ ამ მოტივით, განსაკუთრებულად აღნიშნავენ ეროვნულ დღესასწაულებს. 

ამჯერად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ, კვირეულის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსწავლეთა კონფერენცია მიუძღვნა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ნია გოგიძემ და ლიზი ქუთათელაძემ, ისაუბრეს 1918-1921 წლების ქართული კულტურის განვითარების თავისებურებებზე, მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბენდელიანმა თანატოლებს გააცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მე-10 კლასის მოსწავლემ, ლილე ბენდელიანმა კი, ისაუბრა სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებს 26 მაისის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203