„ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა“ - წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
27-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

პატარებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი შთაბეჭდილებებით აღსავსე, მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით იყო გაჯერებული და გასაკვირი არაა, რომ დასასრულიც ასეთივე სადღესასწაულო გახლდათ. 

I კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა“ გამართეს, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და შემოქმედებითი ოსტატობით დამსწრეები მონუსხეს

აღსანიშნავია, რომ კლასისა და ღონისძიების ხელმძღვანელია ირმა გურეშიძე. 

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგსა და მოსწავლეებს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის და მათ წარმატებას უსურვებენ. 

„და აი პირველი კლასიც დავამთავრეთ! მადლობა მათ ამ მონდომებისთვის​! ჩვენ კვლავ მრავალ მწვერვალებს დავიპყრობთ ერთად ჩემო ჭკვიანებო!“, - აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203