ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გაბრიელ გაბადაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონია
27-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ ჩემპიონატსა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-6 კლასელი გაბრიელ გაბადაძე, რომლის დამრიგებელი ლილე ქავთარაძე გახლავთ. ის, 12 წლამდე ჭაბუკთა შორის, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოსწავლემ ჩემპიონატზე ანალიტიკური და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას მომავალში წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ გაბრიელს, მის მწვრთნელებს, ოჯახს, სკოლას მის წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203