საზეიმო „ბოლო ზარი“ და ემოციების ზღვა სიღნაღის საჯარო სკოლაში 
27-05-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა, მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე იყო.

12-წლიან სასკოლო ცხოვრებასთან გამომშვიდობებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ვინ სიხარულის გამო ტიროდა და ვინ სკოლას ვერ ელეოდა - დღე, რომელიც დაუვიწყარი გახდა მათ ცხოვრებაში და დღე, რომლითაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიხურა

კურსდამთავრებულების თეთრი პერანგები სასკოლო საზოგადოების საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო წარწერებით შეიმკო. ახალგაზრდებს საყვარელმა პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს და წინსვლა უსურვეს. 

„გვინდა, გისურვოთ ძიებით, აღმოჩენებით სავსე ცხოვრება; თვითრეალიზების გზაზე ღირსეულად სწავლა და შრომა! გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გვასახელებთ, თქვენ ხომ კრეატიულობითმიზანდასახულობითა და გონიერებით გამორჩეული თაობის ნაწილი ხართ. სიყვარული, სიკეთე, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებისკენ სწრაფვა იყოს თქვენი მეგზური ცხოვრებში“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს სკოლიდან კურსდამთავრებულები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203