წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ეკო-საგანმათლებლო ლექცია-სემინარი ჩატარდა
27-05-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადახვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

მოწაფეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ეკო-საგანმათლებლო ლექცია-სემინარი.

ლექციაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა და მოფრთხილება ჩვენი ეკოსისტემის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის.

მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

22 მაისს, ყოველწლიურად, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების გამახვილებას ბიომრავალფეროვნებისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203