სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
04-06-2018
სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის კონკურსში - „მემორიალი 1918-2018 წლამდე“ მონაწილეობდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლამზირა ოსეფაშვილის თემა ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა. პედაგოგი კი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
პედაგოგების დაჯილდოვების ცერემონიალი რუსთავის აკადემიურ ქალაქში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი, აკადემიური ქალაქის დამფუძნებელი გარი ჩაფიძე, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავჯდომარის მოადგილე, საკონფერენციო მასალების განმხილველი-კომისიის წევრი, პროფესორი ლეილა გეგეშიძე და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული პედაგოგები ესწრებოდნენ.