არეშფერანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
24-05-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

სკოლაში გამართულ „ანბანის ზეიმზე“ მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ღონისძიება ბედნიერებით, სიხარულით, ცეკვითა და სიმღერით დატვირთული იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია და კლასში სულ რაღაც 8 მოსწავლეა ეს დღე უამრავი შემოქმედებითი ნომრით იყო დატვირთული.

კლასის დამრიგებელმა - დარეჯან სხირტლაძემ დიდი შრომა და ენერგია ჩადო თითოეულ მოსწავლეში.

„სასიხარულო სწორედ ისაა რომ პატარებმა თავიანთი თავის წარმოჩენას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა პოზიტივი და სილაღე იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლის დირექცია. სკოლის დირექტორმა - სტელა გიგოლაევამ დიდი მადლობა გადაუხადა თითოეულ პირველკლასელს იმ სიხარულისა და ბედნიერებისთვის, რაც მაყურებლებს მიანიჭეს. მან, ასევე მადლობა გადაუხადა დამრიგებელსა და მშობლებს დაფასებისა და ძალისხმევისათვის.

„ დირექტორმა პატარებს გზა დაულოცა - წარმატებით, ია-ვარდით მოფენილი მუდამ ბედნიერები ყოფილიყვნენ ჩვენი ნიჭიერი თაობა“, - ამბობენ სკოლაში.


იხილეთ: ვიდეო 1ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203