იანეულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ღონისძიება მიეძღვნა
24-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან და საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღებს საზეიმოდ აღნიშნავენ. 

ამჯერად, 26 მაისის აღსანიშნავად, სკოლაში სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“, გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ზარ-ზეიმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე დიდი ენთუზიაზმით იასპარეზეს, ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და წინასწარ იზეიმეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203