
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, უსაყვარლეს პატარა სტუმრებს - ბაღის აღსაზრდელებსა და მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს.
მათ მომავალი პირველი მასწავლებელი დიდი სიყვარულით შეეგება, გარემო დაათვალიერებინა და ალერსიანად გესაუბრა. დღე ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო.
აღსანიშნავია, რომ პტენის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: